მთავარი გვერდი

Friday, May 4, 2012

ბლოგერები მუყაოს ყუთებში მცხოვრებთა შესახებ


03/05/2012 17:24


chelidze_nino.jpg„მე რეპორტიორი“ იგივე ireportior.ge   ქართულ ბლოგოსფეროში ერთ-ერთი ცნობილი ბლოგია. სხვა ბლოგებისგან განსხვავებით, აქ საკუთარი პუბლიკაციების გამოქვეყნება   ნებისმიერ  მოქალაქეს შეუძლია.

როგორც ბლოგის მფლობელმა ნინო ჭელიძემ გვითხრა, ბლოგის ავტორები, მათთვის აქტიურ თემებზე წერის გარდა ,ხშირად საქველმოქმედო საქმიანობასაც გეგმავენ. ბლოგის  ავტორთა უმრავლესობას მხოლოდ ვირტუალური ნაცნობობა აკავშირებს და ბევრი მათგანი ერთმანეთს პირველად სწორედ საქველმოქმედო აქციაზე ხვდება.

„საქველმოქმედო  იდეების უმეტესობა ბლოგის  ავტორებისგან მოდის,“ - ამბობს ნინო და აღნიშნავს იმასაც, რომ ხშირად ავტორები თავადვე უწევენ დახმარებას მათ, ვინც ამას საჭიროებს, შემდეგ კი ბლოგისთვის ამ ადამიანების  ისტორიებისა და მათი გასაჭირის შესახებ  წერენ. 

„ერთ-ერთი ავტორის იდეით ახლახან განვახორციელეთ პროექტი –  ვისაც რისი საშუალება გვქონდა – ნივთი იყო ეს, თუ პროდუქტი – შევკრიბეთ და ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს დავეხმარეთ. რა თქმა უნდა,  ეს დახმარება მათთვის საკმარისი არ არის, მაგრამ გვინდოდა ერთი დღით მაინც მიგვენიჭებინა სიხარული.  ისინი საზოგადოებისგან ერთგვარად გარიყულები არიან, მათზე თითქმის არავინ ზრუნავს,“– ამბობს ნინო ჭელიძე.

ნინო საზოგადოებას ქუჩაში მცხოვრები ადამიანების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს და ყველას შეახსენებს, რომ ეს ადამიანები, ისეთივე პატივისცემას და თბილ მოპყრობას იმსახურებენ, როგორც მათი მეგობრები და ახლობლები.

-„არავის არასდროს უნდა გაუჩნდეთ  ზიზღი ქუჩაში მცხოვრებთ  მიმართ, არ  უნდა შეიკავონ თავი მათთან ურთერთობისგან. მერწუნეთ, ისინი  ძალიან საინტერსო ადამიანები არიან – სხვადასხვა მიზეზის გამო ერგოთ ამგვარი ბედი...

მახსოვს, წლების წინ, მარჯანიშვილის მეტროსთან იწვა საბანში გახვეული  მოხუცი ქალი. ადგომაც არ შეეძლო და გამვლელების მიერ გაწეული დახმარების იმედად იყო. მერე ალბათ იქვე დაასრულა სიცოცხლე...

ქუჩაში, ღია ცის ქვეშ  დარჩენილთა უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, უწინ სახლიც  ჰქონდათ და სამსახურიც, ახალა კი, მეტწილად, ღამეებს დანგრეულ შენობებში, გადასასვლეებში ან მუყაოს ყუთებში ატარებენ... ყველა ერიდება  მათთან მიახლოებას, იმიტომ რომ უსიამოვნო  სუნი ასდით და უცნაურად კვდებიან...“

No comments:

Post a Comment