მთავარი გვერდი

Friday, May 4, 2012

ბლოგერები მუყაოს ყუთებში მცხოვრებთა შესახებ


03/05/2012 17:24


chelidze_nino.jpg„მე რეპორტიორი“ იგივე ireportior.ge   ქართულ ბლოგოსფეროში ერთ-ერთი ცნობილი ბლოგია. სხვა ბლოგებისგან განსხვავებით, აქ საკუთარი პუბლიკაციების გამოქვეყნება   ნებისმიერ  მოქალაქეს შეუძლია.

როგორც ბლოგის მფლობელმა ნინო ჭელიძემ გვითხრა, ბლოგის ავტორები, მათთვის აქტიურ თემებზე წერის გარდა ,ხშირად საქველმოქმედო საქმიანობასაც გეგმავენ. ბლოგის  ავტორთა უმრავლესობას მხოლოდ ვირტუალური ნაცნობობა აკავშირებს და ბევრი მათგანი ერთმანეთს პირველად სწორედ საქველმოქმედო აქციაზე ხვდება.

„საქველმოქმედო  იდეების უმეტესობა ბლოგის  ავტორებისგან მოდის,“ - ამბობს ნინო და აღნიშნავს იმასაც, რომ ხშირად ავტორები თავადვე უწევენ დახმარებას მათ, ვინც ამას საჭიროებს, შემდეგ კი ბლოგისთვის ამ ადამიანების  ისტორიებისა და მათი გასაჭირის შესახებ  წერენ. 

„ერთ-ერთი ავტორის იდეით ახლახან განვახორციელეთ პროექტი –  ვისაც რისი საშუალება გვქონდა – ნივთი იყო ეს, თუ პროდუქტი – შევკრიბეთ და ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს დავეხმარეთ. რა თქმა უნდა,  ეს დახმარება მათთვის საკმარისი არ არის, მაგრამ გვინდოდა ერთი დღით მაინც მიგვენიჭებინა სიხარული.  ისინი საზოგადოებისგან ერთგვარად გარიყულები არიან, მათზე თითქმის არავინ ზრუნავს,“– ამბობს ნინო ჭელიძე.

ნინო საზოგადოებას ქუჩაში მცხოვრები ადამიანების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს და ყველას შეახსენებს, რომ ეს ადამიანები, ისეთივე პატივისცემას და თბილ მოპყრობას იმსახურებენ, როგორც მათი მეგობრები და ახლობლები.

-„არავის არასდროს უნდა გაუჩნდეთ  ზიზღი ქუჩაში მცხოვრებთ  მიმართ, არ  უნდა შეიკავონ თავი მათთან ურთერთობისგან. მერწუნეთ, ისინი  ძალიან საინტერსო ადამიანები არიან – სხვადასხვა მიზეზის გამო ერგოთ ამგვარი ბედი...

მახსოვს, წლების წინ, მარჯანიშვილის მეტროსთან იწვა საბანში გახვეული  მოხუცი ქალი. ადგომაც არ შეეძლო და გამვლელების მიერ გაწეული დახმარების იმედად იყო. მერე ალბათ იქვე დაასრულა სიცოცხლე...

ქუჩაში, ღია ცის ქვეშ  დარჩენილთა უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, უწინ სახლიც  ჰქონდათ და სამსახურიც, ახალა კი, მეტწილად, ღამეებს დანგრეულ შენობებში, გადასასვლეებში ან მუყაოს ყუთებში ატარებენ... ყველა ერიდება  მათთან მიახლოებას, იმიტომ რომ უსიამოვნო  სუნი ასდით და უცნაურად კვდებიან...“

Monday, February 20, 2012

როგორ მოხვდა "სექსი ბიცოლა" ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე

ნინო ჭელიძემ სახელი პრეზიდენტის ფოტოების კოლექციონერობით გაითქვა. "ფეისბუქის" მის გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ორი ათასამდე ფოტოს ნახავთ. თუმცა მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციასა და "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე გამოჩნდა, ხმა დაუგდეს, მიშას უღალატა და ივანიშვილის ფოტოების შეგროვება დაიწყოო. ნინო ფორუმზეც აქტიურობს და თავისი "ნიკით" ბევრს აკვირვებს...

Saturday, February 18, 2012

ტურინის სუდარაზე - დაიბეჭდა "საპატრიარქოს უწყებანში" 2004 წ

მეცნიერები ტურინის სუდარაზე - ჩემი პირველი სტატიაა, რომელიც ტექნიკურ უნივერისტეტში რელიგიური თემატიკის კონფერენციისთვის მოვამზადე. სასიამოვნო იყო მასზე მუშაობა, რადგანაც საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში მომიწია შეხება ამ თემაზე გამოცემულ საუკუნის წინანდელ წიგნებთან.

Monday, February 13, 2012

Wednesday, September 8, 2010

მიშას მგზნებარე ფანი საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს?!

მე მხოლოდ შემიძლია მოვიყვანო ფაქტები.დასკვნას,ვინ როგორს გამოიტანს ეგ ინდივიდუალურია და მე არ ამქვს უფლება ჩავერიო.თუმცა როგორც აღმოჩნდა ზოგიერთმა მცდარი დასკვნის შედეგად სამსახურიც შემომთავაზა.მაგრამ მე არასდროს ვიმუშავებ ისეთ ადგილას რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ემსახურება არასახემწიფოებრივ მიზნებს და/ან რუსეთის წისქვილზე წყალის დასხმას.ჩემი პოლიკური კურსი უცვლელი რჩება ახლაც და უცვლელი დარჩება მომავალშიც.