მთავარი გვერდი

Monday, February 13, 2012

lit.ge-ს ბლოგზე ჩემი პირველი ჩანაწერი

ორმოცის გადახდა ქართულად ანუ შენ დაუკააააარ

რა არის ორმოცი?– რა თქმა უნდა, კალენდარზე ორმოცი დღის გადათვლა და მერე იმ ზუსტად – თუმცაღა აუცილებელიც არ ყოფილა, რომ ზუსტად მეორმოცე დღეს, რაც შეიძლება დასამახსოვრებელი სუფრის გაშლა. ნუ, ახლა თუ მთლად ისეთი დასამახსოვერებლი სუფრა ვერ გაშალე, რომ მერე შენმა მეზობლებმა და ნათესავებმა დიდხანს ისაუბრონ შენი სუფრის შესახებ, ისეთი სუფრმა მაინც უნდა გაშალო, რომ ერთი-ორ შემდგომ ქელეხებში თუ ორმოცში მაინც მოიხსენიონ, გაქონ და გადიოდონ და შენთან ნაჭამი ორმოცის სუფრის ყველა კერძი სხაპასხუპით ჩამოთვალონ.

თუ ორმოცის გადახდას არ აპირებ – აი სად დაგერხააა! მაგრამ არაუშავს, ისედაც დაგადგება თავზე ნათესაობა, ცოტა არ იყოს განაწყენბულები და გეტყვიან: კი მაგრამ წვერი ვინახეთ, ვიგლოვეთ 40 დღე, გვემას მივეცით, ცოლს ხელს არ ვაკარებდით და ახლა, ხომ მაინც, უნდა გავიპარსოთ და სუფრის გარეშე ეგ როგორო? მერე მოჰყვებიან ვიღაც უვარგის, ლოთს და ოხერს ოჯახმა რა მაგარი ორმოცი უხადა და ამ პატიოსან კაცს კი როგორ აკლებთო. იქვე, აუცილებლად ერთ წვერიან რჩევასაც კი მოგცემენ: თუ სუფრას ვერ აკეთებ აგერ 20 კაცი მოვალთ, წვეროსნები ერთი ჭიქა ღვინო გადავუქციოთო. ხოლო თუ ამაზეც არ დათანხმდი, მთლად გაუძალიანდი და მყარად განუმარტე, რომ თქვენი 20 კაცის ვაი და ვითომ მგლოვარეების ფული არ გვაქვს, ოოოო, ისეთი ამბები დატრიალდება მტრისას ! შეიძლება დილის 8 საათზე სოფლიდან ჩამოსული ნათესაობა დაგადგეს თავზე და შავ–თეთრი როდისღაც, საბჭოთა ყრმობაში გადაღებული და ასევე ყრმობაში შენთვის ნაჩუქარი სურათები მოგთხოვონ უკან და მე რომ მოვკდები მოსული არ დაგინახო მოგაძახონ – ეს უკვე დიპლომატიური ურთერთობების გაწყეტას ნიშნავს.

ერთი ჭიქა ღვინის წაქცევა – ყველაფერი ზუსტად ამ ერთ ჭიქიდან იწყება. ნუ იფიქრებთ, რომ თუ ორმოცისთვის დაუპატიჟებლად მოსული ნათესაობა მოიშორეთ, მშვიდად უნდა ამოისუნთქოთ. ჯერ სად ხართ ! მოსაღამოებულს, დომინოს და კარტის თამაშისგან გაბეზრებული უბნის ბირჟავიკები უცებ გარდაცვლილის ცხონებით დაინტერესდებიან და ამ პროცესში დასახმარებლად ერთი ორი ბოთლი ღვინისთვის აუცილებად მოგადგებიან. ხომ იცი, როგრო უყვარდათ ცხონებული?! ამ სიყვარულით გულაჩუყებულებს პატარა ზაკუსკასაც ალბათ კი გაატან.
მაგრამ მაცხოვნებელი ბირჟავიკებისა და შენი ურთერთობა აქ არ მთავრდება. შეიძლება შენივე გატანილზე დაგიძახონ მოდი შესანდობარი თქვიო,ეს კიდევ არაფერი, აი მძინარეს თუ მოგადგნენ ღვინო გაგვითავდა, გაიღვიძე, თორემ მიცვალებულებზე ვართ გაჩერებულიო სჯობია თავი ღრმად მოიმძინარუნო ან ნერვები მიაძინო. უბნელების ცხონების საქმით დაკავებულ ბიჭებს ასე ნუ უყურებ! უბნის კაი ბიჭებს სიტყვა იქ, ზევითაც, კი ეთქმით!

ცხვარი – ორმოცის გადახდაზე, რატომ აკისრია მიცვალებულზე დიდი მნიშვნელობა ამ საწყალ ცხოველს ვერავინ გეტყვით. მე მემგონი მთელი საიდუმლო ჩაქაფულშია, რომელიც თურმე ეგრევე აღებს სამოთხის კარებს. ცხვარდაუკვლელ ორმოცზე კიდევ ბებიაჩემის სიტყვებით მოსთქვამენ – საწყალი ორმოცის გარეშე დარჩაო.

ქალები – ჩემი დაკვირვებით მთელი წარმართული ფანტაზიები კაცებისგან და ქალებისგან თანაბრად მოდის. მაგრამ რატომღაც მხოლოდ ორმოცზე, თვარა სხვა რამეში წარმართულ ფანტაზიების გამო მწვანილივით ჩაგკაფავენ ჩაქაფულში. ქალებში წვერის რა მოგახსენოთ მაგრამ ოჯახის ახლობელმა მგლოვიარე ქალებმა შავი კაბის გამოცვლა უნდა დაასწრონ თურმე ორმოცს და ამის სათქმელად ჭირისუფლის სახლსაც შეუძლიათ თამამად მიადგნენ. მთავარია მაგ დროს სახლში მარტო კაცი არ დახვდეთ.

მე – პანაშვიდიდან დაბრუნებულმა ამ ცრუმორწმუნე ღორმუცელებს, რომლებიც უკვე “მეორმოცე დღე”–ს სექტანტებივით, რიგრიგობით, მიღებდნენ კარებს, ცეცხლითა და მახვილით ომი გამოვუცხადე. მაგრამ ერთმა რამემ კი მართლა ჩამაფიქრა – თუ მეორმოცე დღეს, ხეზე თავდაყირა მიბმული, ჩამოტყავებული, ცხვარი არ გიკიდია, როგორ უნდა ცხონდეს ადამიანი?

No comments:

Post a Comment